"გადაარჩინეთ თქვენი შვილები ომისგან, მოუყევით სიმართლე" - ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს.
"მინდა, რუსეთის მოქალაქეებს მივმართო, თქვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც მთავრობა ეზიზღება. უკვე გული გერევათ იმისგან, რასაც ტელევიზორების ეკრანებზე ხედავთ, გული გერევათ, როგორ გატყუებენ პროპაგანდისტები ინტერნეტში, ისინი, რომლებსაც ფულს თქვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან უხდიან. გატყუებენ იმ ომზე, რომელიც თქვენი ჯიბიდან ფინანსდება და თქვენ ყოველდღიურად გაღარიბებთ. სისულელე არაა, როცა თქვენი ხელისუფლება თქვენს გადასახადებს თქვენივე გასაღარიბებლად, იზოლაციაში მოსაქცევად და გასაკონტროლებლად აგროვებს?! ასევე იმისთვის, რომ ომში მარტივად გაგაგზავნონ.
უკრაინას რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხე არასდროს შეუქმნია. ახლაც კი მხოლოდ იმისთვის ვიბრძვით, რომ ჩვენს მიწაზე მშვიდობამ დაისადგუროს. ვაკეთეთ ყველაფერს, რომ ეს ომი დავასრულოთ. და როდესაც ეს დასრულდება, და რა თქმა უნდა დასრულდება, ერთადერთ რაღაცაში შეძლებთ, დარწმუნდეთ - თქვენს შვილებს სასიკვდილოდ აღარ გაუშვებენ. ამიტომ, რუსებო, თქვენც დაინტერესებული ხართ ამ ომით, გადაარჩინეთ თქვენი შვილები ომისგან, მოუყევით მათ სიმართლე და თუ შეგიძლიათ დატოვეთ რუსეთი, რომ თქვენს სახელმწიფოს გადასახადები აღარ გადაუხადოთ. ეს გააკეთეთ", - აცხადებს ზელენსკი.