​მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავუწესოთ მკაცრი საფასური რუსეთს, რათა დავასრულოთ ეს სასტიკი ომი - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ბრიუსელში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საგანგებო სამიტი მიმდინარეობს. სამიტის გახსნისას ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევის, ასევე, ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხს განიხილავენ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსი გმობს კრემლის აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 

"ნატოს ამ საგანგებო სამიტზე ვიკრიბებით ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ კრიტიკულ დროს. ერთიანი ვართ კრემლის არაპროვოცირებული აგრესიის დაგმობაში და მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავუწესოთ მკაცრი საფასური რუსეთს, რათა დავასრულოთ ეს სასტიკი ომი. ჩვენ პატივს მივაგებთ იმ სიმამაცეს რომელსაც უკრაინელი ხალხი და შეიარაღებული ძალები იჩენენ, როდესაც თავიანთი სუვერენიტეტისა და უფლებებისთვის იბრძვიან. ჩვენ ასევე მივაგებთ პატივს იმ ადამიანებს რუსეთში, რომლებიც ხმამაღლა და თამამად გამოთქვამენ პროტესტს ამ ომის წინააღმდეგ. ჩვენ გვესმის თქვენი ხმები და ეს მნიშვნელოვანია. ამ სამიტზე ჩვენ განვიხილავთ უკრაინისთვის დახმარების გაწევას, ასევე, ნატოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას მომდევნო წლებისთვის. ჩვენ უფრო მეტს ვაკეთებთ მიწაზე, ზღვაში და ჰაერში, რადგან ეს მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის ამ ურთულეს პერიოდში", - თქვა იენს სტლოტენბერგმა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი