შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ NATO-ს ქვეყნებზე თავდასხმას პასუხი მოჰყვება. "არც კი იფიქრო NATO-ს ტერიტორიის ერთ სანტიმეტრზე გადასვლაზე",-თქვა მან.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ მე-5 მუხლის გათვალისწინებით, აშშ-ს ვალდებულება აქვს, NATO-ს თითოეული ქვეყნის ტერიტორია დაიცვას.
"ამერიკული ძალები ევროპაში წარმოდგენილია იმისთვის კი არა, რომ რუსეთთან ომში ჩაებან, არამედ იმისთვის, რომ დაიცვან NATO-ს მოკავშირეები",- თქვა ჯო ბაიდენმა.
იხილეთ ასევე: