ირპენში უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა - ოკუპანტებმა ევაკუაციისას 50 ადამიანს ცეცხლი გაუხსნეს

გამოქვეყნდა:

ირპენი საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთ ეპიცენტრად რჩება, მაგრამ ქალაქს ახლა უკრაინული არმია აკონტროლებს. აგრესორი მაინც ცდილობს, მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისას პრობლემები შეუქმნას.

ირპენის მერის, ალექსანდრ მარკუშინის ინფორმაციით, გუშინ ქალაქიდან გასვლა 50 ადამიანს სურდა, თუმცა რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.

"ირპენზე სამი მხრიდან იყო შეტევა, თუმცა თუმცა სასტიკი ბრძოლების შემდეგ უკრაინულმა არმიამ აგრესია მოიგერია და კონტრშეტევაზე გადავიდა. ხალხის ევაკუაცია გრძელდება, თუმცა 50 ადამიანს, რომელსაც ქალაქის დატოვება სურდა, ცეცხლი გაუხსნეს. ხვალ ისე შევეცდებით მათ გაყვანას. ძალიან მინდა, მალე გაიწმინდოს ჩვენი ქალაქი ამ უწმინდური ძალისგან",- ამბობს ალექსანდრ მარკუშინი. 

 შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ  ბუჩას, ირპენს, ახტირკასა და ნიკოლაევს "გმირი ქალაქის" წოდება მიანიჭა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი