პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების მზადყოფნაზე გარემოცვა გააფრთხილა, თუმცა მას ხელს შეუშლიან - Bellingcat-ის დირექტორი

გამოქვეყნდა:

კიევის აღების წარუმატებელი ოპერაციის გამო პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს, თუმცა მას ხელს შეუშლიან - ამის შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, Bellingcat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხრისტო გროზევმა განაცხადა.

მისი თქმით, აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებიდან ინფორმაცია, რომ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მზადყოფნაზე თავისი ახლო გარემოცვის წევრები უკვე გააფრთხილა.

"პუტინს არ შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი წითელ ღილაკზე ერთი თითის დაჭერით. ეს პირობითი ღილაკი არსებობს, მაგრამ არსებობს კიდევ 5 ადამიანი, რომლებმაც ეს ბრძანება უნდა შეასრულონ ჯაჭვურად, ვიდრე ეს რაკეტა გაეშვება. ჩვენი წყაროები დარწმუნებულები არიან, რომ მოიძებნება მინიმუმ რამდენიმე ადამიანი ამ 5-დან, რომლებიც ამას არ გააკეთებენ. პუტინს ესმის, რომ ასეთი რისკი არსებობს, ამიტომ, ალბათ, არ გასცემს ბრძანებს",- ამბობს გროზნევი.

ამავე ინტერვიუდან:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი