უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენკსი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან 28 მარტის კომუნიკაციას აჯამებს. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობას უხდის. ასევე, ამბობს, რომ იტალია უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანა გახდება:
დღეს პარტნიორი ქვეყნის ლიდერებს ვესაუბრე, ძალიან აქტიური დღე იყო. ვესაუბრე ბორის ჯონსონს, ჯასტინ ტრუდოს, ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ დრაგის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერთან ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შევთანხმდით.
კანადამაც მხარი დაუჭირა უფრო მკაცრ რეაგირებას იმ კატასტროფის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე რუსებმა მოაწყეს. გერმანიის კანცლერთანაც სანქციების გაძლიერებაზე ვისაუბრეთ. დიდი მადლობა აზერბაიჯანის პრეზიდენტს უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
იტალია დათანხმდა, რომ გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანა. ხვალ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას და დაველაპარაკები სხვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, - აცხადებს ზელენსკი.