რას გულისხმობს NATO-ს მე-5 მუხლი | რა მოხდება, თუ ალიანსის წევრი ქვეყანა შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი გახდება

გამოქვეყნდა:

რას გულისხმობს და რა შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს NATO-ს მე-5 მუხლი - კოლექტიური თავდაცვის პრინციპი ნატოს ხელშეკრულების უმთავრესი საფუძველია. ის არის უნიკალური და მუდმივი პრინციპი, რომელიც აკავშირებს ალიანსის წევრებს ერთმანეთთან და ავალდებულებს მათ დაიცვან ერთმანეთი.

პრინციპი მიზნად ისახავს პოტენციური მოწინააღმდეგეების შეკავებას ნატოს წევრებზე თავდასხმისგან. მე-5 მუხლი იძლევა გარანტიას, რომ მთელი ალიანსის რესურსები შეიძლება გამოყენებულ იქნას რომელიმე წევრი ქვეყნის დასაცავად. ეს გადამწყვეტია მრავალი პატარა ქვეყნისთვის, რომლებიც დაუცველები იქნებოდნენ მოკავშირეების გარეშე. მაგალითად ისლანდია - რომელსაც არ ჰყავს მუდმივი ჯარი.

მეხუთე მუხლში ხაზგასმულია ისიც, რომ კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, „სამხედრო ძალა“ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

  • კოლექტიური თავდაცვა ნიშნავს, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირზე განიხილება, როგორც თავდასხმა ყველა მოკავშირეზე;
  • კოლექტიური თავდაცვის პრინციპი გათვალისწინებულია ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლში.
  • ნატომ თავის ისტორიაში პირველად აამოქმედა მე-5 მუხლი, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ.
  • ნატომ არაერთხელ მიიღო კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის სირიაში შექმნილი სიტუაციისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.
  • ნატოს ჰყავს აქტიური ძალები, რომლებიც ხელს უწყობენ ალიანსის კოლექტიურ მუდმივ თავდაცვას.

მე-5 მუხლის მიხედვით, მოკავშირეებს შეუძლიათ გაუწიონ ნებისმიერი სახის დახმარება, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან სიტუაციაზე რეაგირებისთვის. ეს არის თითოეული მოკავშირის ინდივიდუალური ვალდებულება და თითოეული მოკავშირე პასუხისმგებელია განსაზღვროს, თუ რას მიიჩნევს საჭიროდ კონკრეტულ გარემოებებში. 

თითოეული ქვეყანა გაივლის კონსულტაციას სხვა წევრებთან, იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოო მიზანი, „ჩრდილოატლანტიკური ზონის უსაფრთხოების აღდგენა და შენარჩუნება“ იქნას მიღწეული. 

ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მორავიეცკიმ და პრეზიდენტმა დუდამ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს კრიზისული სხდომა მოიწვიეს.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროკეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი