ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სანქციების მოსახსნელად საკმარისი არ იქნება - ჯონსონი

გამოქვეყნდა:

​​დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საკმარისი არ იქნება, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნას. ინფორმაცია Reuters ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას ახსენა, რომ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს, როგორც შემდგომი ეკონომიკური ზომების, ასევე სამხედრო დახმარების გაწევის გზით, რათა უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის კურსის სრული ცვლილება.

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს, 29 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები, ასევე ის ქვეყნები დაასახელა, რომელიც უსაფრთხოების გარანტორად უნდა იქცნენ. ამასთან, შეხვედრაზე უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები წარადგინა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი