ოფიციალური კიევი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ახალი ალიანსი უკრაინისთვის, ეს არის მთავარი პირობა, რომლის გარშემოც ომში მყოფი ქვეყანა მოლაპარაკებების გაგრძელებას თანხმდება.
სტამბოლში გამართულ, რიგით მე-5 შეხვედრის დროს, დელეგაციამ დავით არახამიას ხელმძღვანელობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ის პუნქტები გააცნო, რასაც უკრაინული მხარე დათანხმდება.
კონკრეტული მოდელი საგანგებოდ უკრაინისთვის. საერთაშორისო შეთანხმებით უნდა შემუშავდეს ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი კონცეფცია, რომელიც სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ამოქმედდება და უკრაინის უსაფრთხოების მყარი გარანტია გახდება.
შეთანხმების პროექტი, რომელიც უკრაინული მხარის განცხადებით, ომის დიპლომატიური გზებით დასრულების წინაპირობა გახდება, თუმცა ღიად რჩება ყირიმის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საკითხი.