"არც კი წამოჭრათ საკითხი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და მოხსნაზე" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"მოვუწოდებ ნებისმიერ ქვეყანას, არც კი წამოჭრას საკითხი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და მოხსნაზე" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს. 

"მოვუწოდებ ნებისმიერ ქვეყანას, არც კი წამოჭრას საკითხი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და მოხსნაზე. ეს საკითხი არც კი განიხილება სანამ ეს ომი არ დასრულდება, ვიდრე არ დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის და სამართლიანობას არ აღვადგენთ. მანამდე კი სანქციები ყოველკვირეულად უნდა გამკაცრდეს და არამხოლოდ იმისთვის, რომ სანქცია სანქციისთვის იყოს. შეზღუდვები მშვიდობის დამყარების მიზნით უნდა დაწესდეს" - აცხადებს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი