"არ ვაპირებთ, მათ სიტყვას ვენდოთ" | თეთრი სახლი რუსეთზე

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ რუსული ძალების გადაადგილება უკრაინაში ჯარების გაყვანა არ არის და აშშ არ აპირებს რუსეთს სიტყვაზე ენდოს.

"ეს ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ, რას აკეთებს სინამდვილეში რუსეთი, სანამ მათ მხოლოდ სიტყვებზე ვენდობით. ჩვენ თავიდანვე დავინახეთ, რომ მათ კონფლიქტის დასაწყისში კიევის მიმართულებით თავდასხმა განახორციელეს და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი დავიჯეროთ, რომ მათ ეს სტრატეგია შეცვალეს.

ცხადია, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია ამ გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტრატეგიის შესრულებას, მაგრამ, როგორც პრეზიდენტი ბაიდენისგან გაიგეთ, ჩვენ არ ვაპირებთ ვენდოთ მათ სიტყვას, ჩვენ ვაპირებთ დაველოდოთ, რომ ვნახოთ, რა იქნება მათი ქმედებები",-თქვა ქეით ბედინგფილდმა.

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს, 29 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები, ასევე ის ქვეყნები დაასახელა, რომელიც უსაფრთხოების გარანტორად უნდა იქცნენ. ამასთან, შეხვედრაზე უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები წარადგინა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კი თქვა, რომ რუსეთი კიევსა და ჩერნიგოვში საომარ მოქმედებებს შეამცირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი