"ვნახავთ, რუსეთი შეასრულებს თუ არა იმას, რასაც გვთავაზობს" | ბაიდენი მოლაპარაკებებზე

გამოქვეყნდა:

"ვნახოთ, მე ეს არაფერს მეუბნება, სანამ არ ვნახავ როგორია მათი ქმედებები" - ასე უპასუხა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტების შეკითხვას, რუსეთის განცხადებაზე, რომ ის შეამცირებს სამხედრო მოქმედებებს კიევზე.

ჟურნალისტებმა ბაიდენს ასევე ჰკითხეს, მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ ომი დასასრულს უახლოვდება, თუ რუსეთი უბრალოდ ცდილობს დროის მოგებას: "ვნახავთ, შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც გვთავაზობენ", - უპასუხა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე ისაუბრა საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან სატელეფონი საუბრის შესახებ. მისი თქმით, ისინი დაელოდებიან როგორ განვითარდება მოვლენები, ამავდროულად კი გააგრძელებენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც გამოეხმაურა და თქვა, რომ განსხვავებაა, რას ამბობს რუსეთი და რას აკეთებს ის. მისივე თქმით, აშშ-ს არ უნახავს ნიშნები, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში სერიოზულადაა განწყობილი

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს, 29 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები, ასევე ის ქვეყნები დაასახელა, რომელიც უსაფრთხოების გარანტორად უნდა იქცნენ. ამასთან, შეხვედრაზე უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები წარადგინა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კი თქვა, რომ რუსეთი კიევსა და ჩერნიგოვში საომარ მოქმედებებს შეამცირებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი