სამასამდე ჯარისკაცმა ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან უარი თქვა უკრაინაში ბრძოლაზე და სახლში დაბრუნდა - ამის შესახებ ოსმა ბლოგერმა ალიკ ფუხაევმა ტვიტერზე დაწერა.
"დღეს 300-მდე ჯარისკაცი (ძირითადად ეთნიკური ოსი) რუსული სამხედრო ბაზიდან საკუთარი ნებით დაბრუნდა სამხრეთ ოსეთში, რადგან ჩათვალეს, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დროს, სასიკვდილოდ სწირავდნენ" - წერს ბლოგერი.
უკრაინაში სამხედროების გაგზავნა გააპროტესტმა ე.წ. რესპუბლიკის "ექსპრეზიდენტმაც" მხარდამჭერებთან შეხვედრაზე კოკოითმა თქვა - "ეს არ არის საზარბაზნე ხორცი, ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით... ჩვენ პრაქტიკულად დავკარგეთ გენოფონდი".