"თავდაცვით ოპერაციებს ჩვენს ტერიტორიაზე ვაწარმოებთ, რუსეთში მომხდარზე პასუხისმგებელია რუსეთის ხელისუფლება" | არესტოვიჩი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მომხდარზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი საუბრობს და ბელგოროდში მომხდარი აფეთქების შესახებ საუბრობს.

არესტოვიჩი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ უკრაინა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად თავდაცვით ოპერაციას ახორციელებს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა პასუხისმგებელია ყველა არასწორ გათვლაზე, კატასტროფასა და მოვლენაზე, რომელიც რუსეთში ხდება.

რა მინდა გითხრათ ბელგოროდის შესახებ:

1. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყენებს მოქმედების ყველა მეთოდს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინის ხელშეუხებლობის, ჩვენი მშვიდობისა და სიმშვიდის დაცვის მიზნით.

2. ჩვენ ვაწარმოებთ საბრძოლო და თავდაცვით ოპერაციებს ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მომხდარზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.

არესტოვიჩის თქმით, როგორც ჩანს, მასაც სურს, გაიგონ, რა მოხდა ბელგოროდში: "იქნებ ვინმემ არასწორ ადგილას მოწია, შესაძლოა, რუსი სამხედროები საბოტაჟს უწყობენ ბრძანებებს და მათ არ სურთ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა",- ამბობს ის. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი