ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ქალაქი ბალაკლია, სადაც ოკუპანტებმა საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და იქ რუსმა სამხედროებმა პროვოკაცია მოაწყეს.
როგორც სინეგუბოვმა "მთავარი არხის" ეთერში აღნიშნა, საავადმყოფოს ნაწილი ჩამონგრეულია, 70-მდე პაციენტსა და მედპერსონალს კი ევაკუაცია ესაჭიროება. მსხვერპლთან დაკავშირებით, ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
"დადასტურებულია, რომ ჩვენ ქალაქში, ბალაკლიაში სპეციალურად იყო მოწყობილი პროვოკაცია, როცა რუსული ტანკი მიუახლოვდა საავადმყოფოს დაუმიზნა მას და ესროლა, რის შედეგადაც საავადმყოფოს ნაწილი ჩამოინგრა და 70-მდე პაციენტს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს ესაჭიროება ევაკუაცია. აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბალაკლეა არის რუსული ძალების ოკუპაციის ქვეშ და ეს იყო პროვოკაცია იმისთვის, რომ გამოეწვიათ ის, რომ უკრაინის ძალებს მიეტანათ იერიში ამ რუსულ ძალებზე, რომლებიც ოკუპაციას ახდენენ.
[მსხვერპლზე] ინფორმაციას სჭირდება დადასტურება, ჩვენ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენს მიერ ორგანიზებულია საევაკუაციო ავტობუსები და ვეცდებით ხვალ მოვახდინოთ ევაკუაცია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება, იმედია ეს მაინც გაივლის მშვიდობიანად" -თქვა ოლეგ სინეგუბოვმა.