"დასავლური ელიტა კვლავ სახიფათო ბოდვაშია" | პოდოლიაკის პასუხი ანგელა მერკელს

გამოქვეყნდა:

"დასავლური ელიტა კვლავ სახიფათო ბოდვაშია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს და ანგელა მერკელის რეაქციას ეხმაურება, რომელიც თვლის, რომ 2008 წელს სწორად მოიქცა, როდესაც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა.

ქალბატონი მერკელის რეაქცია ბუჩაში რუსეთის სისასტიკის ნახვის შეთავაზებაზე, მიუთითებს, რომ დასავლური ელიტა კვლავ სახიფათო ბოდვაშია. შესაძლო გამოსავალი, ევროპელ პოლიტიკოსებთან ბუჩას ხოცვა-ჭლეტის შესახებ ფოტო-დოკუმენტებისა და ექსპერტების დასკვნების გაგზავნაა, - წერს პოდოლიაკი. 

ბუჩაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, სადაც მშვიდობიანი უკრაინელების ასობით ნაწამები ცხედარი იპოვეს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიისა და საფრანგეთის ყოფილ ლიდერებს მიმართა და ბუჩაში მიიწვია იმ საშინელების სანახავად, რაც ოკუპანტებმა იქ დაატრიალეს - "მე ვიწვევ ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის ბუჩაში. ნახონ, რა მოიტანა რუსეთისთვის დათმობების პოლიტიკამ" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

4 აპრილს ზელენსკიმ ეს განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი