შეერთებული შტატები მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს, ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თქვა.
"ამ კვირაში შეგიძლიათ ელოდოთ დამატებით სანქციებზე განცხადებას. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციაში ვართ იმაზე, თუ რა იქნება ზუსტი პარამეტრები, მაგრამ დიახ, ამ კვირაში გამოვაცხადებთ დამატებით ეკონომიკურ ზეწოლას",-თქვა სალივანმა.
სანქციებთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც. მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გააგრძელებს. ამასთან, ბაიდენმა პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა ომის დამნაშავე და თქვა, რომ უნდა მოგროვდეს ყველა ინფორმაცია, რათა რათა სამხედრო დამნაშავის სასამართლო პროცესის ჩატარება რეალური გახდეს.