"დასავლეთის ლიდერებმა უნდა გამოიკვლიონ საკუთარი სინდისი, სანამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დანაშაულში დაადანაშაულებენ" - ამის შესახებ რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბაიდენის განცხადების საპასუხოდ თქვა. მისი თქმით, დასავლეთმა პირველ რიგში უნდა იფიქრონ საკუთარ ქმედებებზე ერაყსა და ლიბიაში.
"ამერიკელ პოლიტიკოსებს სინდისთან ყველაფერი რიგზე არ აქვთ",-თქვა მან.
ლავროვი ამტკიცებს, რომ რუს სამხედროებს უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაუხოცავთ, მათ შორის არც ბუჩაში.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პუტინს ომის დამნაშავე კიდევ ერთხელ უწოდა და თქვა, რომ უნდა მოგროვდეს ყველა ინფორმაცია, რათა სამხედრო დამნაშავის სასამართლო პროცესის ჩატარება რეალური გახდეს.