პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ყოველდღიური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბუჩას ტრაგედიაზე ბრალდებები "დადგმული შოუა".
პესკოვმა თქვა, რომ ნებისმიერი ბრალდება რუსი სამხედროების მიმართ, მათ შორის კიევის მახლობლად, ბუჩაში შექმნილი ვითარება, დასაბუთებული უნდა იყოს.
"ნებისმიერი ბრალდება რუსეთისა და რუსული არმიის მისამართით არამხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ ეს კარგად დადგმული შოუ, უფრო სწორად ტრაგიკული შოუა. მეტი არაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ყველა მონაცემი და ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ეს სიყალბეა. ამით ცდილობენ რუსეთი გააშავონ. ამას ვერ შეძლებენ", - თქვა პესკოვმა.
პესკოვმა თქვა, რომ რუსი დიპლომატების ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევება არის შორსმჭვრეტელი ნაბიჯი, რომელიც უპასუხოდ არ დარჩება.
იხილეთ ასევე: