უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს სიტყვით მიმართავს. მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში საკუთარი ქმედებების გასამართლებლად ყველას დაადანაშაულებს.
"ისინი იტყვიან, რომ არის სხვადასხვა ვერსიები, შეუძლებელია დადგინდეს, რომელი ვერსიაა ჭეშმარიტი. ისინი იმასაც იტყვიან, რომ ვიდეო დადგმულია, მაგრამ ახლა 2022 წელია",-თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ "გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ არსებობს სატელიტური სურათები, რომელიც აჩვენებს, თუ რა მოხდა ბუჩაში თავდასხმების დროს, ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ სრული და გამჭვირვალე გამოძიება".
ამ წუთებში, გაეროს უშიშროების საბჭო, ბუჩაში რუსი ოკუპანტების დანაშაულთან დაკავშირებით, სხდომას მართავს.