გაეროს უშიშროების საბჭო ბუჩაში, ოკუპანტების დანაშაულთან დაკავშირებით, სხდომას მართავს. სხდომა ბრიტანეთმა მოიწვია რომელიც ამ დროისათვის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. უშიშროების საბჭოს წევრებს, უკრაინის პრეზიდენტმა პირდაპირი ეთერის რეჟიმში მიმართა.
შეგახსენებთ, კიევის ოლქის გათავისუფლების შემდეგ, ბუჩაში შესულმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ასეულობით ცხედარი აღმოაჩინეს. ქუჩები სავსე იყო ხელებშეკრული და ნაწამები ადამიანების გვამებით.
ბუჩა ოკუპანტებისგან უკრაინელმა სამხედროებმა 1 აპრილს გაათავისუფლეს. უკან დახევამდე კი ოკუპანტებმა დანაღმეს სამოქალაქო ობიექტები და ინფრასტრუქტურა. ქალაქში ასევე იპოვეს მასობრივი სასაფლაო, რომელშიც ოკუპანტების მოკლული 280-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იყო დამარხული.
უკრაინა საერთაშორისო საზოგადოებას ამ დანაშაულების გამოძიებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი და ხელისუფლების პირველი პირები ამბობენ, რომ ეს არის უკრაინელი ხალხის გენოციდი და რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა.
კრემლი ტრადიციულად ყველაფერს უარყოფს და გავრცელებულ უმძიმეს კადრებს, "ყალბ პროვოკაციას" უწოდებს.