200-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში. განცხადება ამის შესახებ მერის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა.

ქალაქი რუსულმა ავიაციამ თითქმის სრულად გაანადგურა. სავარაუდოდ, ათობით ადამიანი დაიღუპა სარდაფებში და ბინებში, ნანგრევების ქვეშ, როცა ისინი დაბომბვას აფარებდნენ თავს.

მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ პირველი ამოცანა იყო ელექტროენერგიის ხელახალი დაკავშირება და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის ამოღება, შემდეგ მუშებმა უნდა გაასუფთავონ ნანგრევები.

ბოროდიანკა პატარა ქალაქია, თუმცა ის კიევისკენ მიმავალ მთავარ გზაზე მდებარეობს, ის იყო ერთ-ერთი პირველი დასახლება, რომელზეც რუსებმა საჰარეო თავდასხმები მიიტანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი