აშშ რუსულ ელიტას, მათ შორის მედვედევსა და მიშუსტინს, სანქციებს უწესებს

გამოქვეყნდა:

აშშ რუსულ ელიტას, მათ შორის მედვედევსა და მიშუსტინს სანქციებს უწესებს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

ცნობილია, რომ სანქციები შეეხება პუტინის შვილებს, მარია პუტინას და კატერინა ტიხონოვას, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის მეუღლესა და შვილს.

სანქიცების სიაში ასევე მოხვდნენ რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერი, რუსეთის პრემიერმინისტრი მიხაილ მიშუსტინი და დიმიტრი მედვედევი.

"შეერთებულმა შტატებმა უკვე დაუწესა სანქციები 140-ზე მეტ ოლიგარქზე და მათი ოჯახის წევრებზე და რუსეთის მთავრობის 400-ზე მეტ წარმომადგენელზე", - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი