უკრაინული დაზვერვის უმძიმესი ბრალდებისგან თავის დასაღწევად "ოცნების" ხელისუფლება კვლავ აგრესიული პოლიტიკის რეჟიმში რჩება. სახელისუფლებო პარტიის ლიდერები დღეს ერთმანეთის მიყოლებით ესხმოდნენ თავს ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას და მთავარსარდალს.
კრემლთან ფარულ გარიგებაში დადანაშაულებული საქართველოს ხელისუფლება ოფიციალური კიევისგან ფაქტებს ან ბრალდების გაბათლებას ითხოვს.