ბელორუსში წინასაარჩევნო გარემო უკიდურესად იძაბება. ანტისამთვრობო აქციების დარბევისა და მომიტინგეების მასშტაბური დაკავებების შემდეგ, პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

დაკავებულია ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო, რომელსაც გამოძიება ფულის გათეთრებასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას ედავება. მთავრობის ოპონენტები პროკურატურის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და პრეზიდენტ ლუკაშენკოს ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშულებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი