"პირველ რიგში, შეერთებული შტატები სრულად შემზღუდავ სანქციებს დაუწესებს რუსეთის უმსხვილეს ბანკს Sberbank-სა და უმსხვილეს კერძო ბანკს Alfa Bank-ს. ჩვენ გავყინავთ ყველანაირ ანგარიშსა და კაპიტალს, რომელსაც ეს ბანკები აშშ-ს ტერიტორიაზე ფლობენ. ისინი აქ ფულის გამოყენებასა და ბიზნესის წარმოებას ვერ შეძლებენ.
მეორე, მე ვაპირებ ხელი მოვაწერო აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც რუსეთში აშშ-ს ახალ ინვესტიციებს აკრძალავს, 600-ზე მეტ კერძო სექტორში".
- თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.