მარიუპოლში, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევაა ცოცხალი ხალხი, ქალაქზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა - "აზოვის" მებრძოლი

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის მცველი "აზოვის" ბატალიონის მეთაურის მოადგილე ყვება, რომ ბოლო დღეებში ქალაქზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა. ეს კი მაშინ, როცა ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ხალხია მოყოლილი და მათ ვერაფერითს შველიან.

"მთელ მსოფლიო საზოგადოებას და უკრაინელ პოლიტიკოსებს ვთხოვ, ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ მარიუპოლში ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევაა ცოცხალი ხალხი. მათ არ აქვთ საკვები, წყალი, შუქი, მობილური კომუნიკაცია. საჭიროა სპეციალური აღჭურვილობა, მათ ამოსაყვანად. ჩვენ გვჭირდება დახმარება, რათა გადავარჩინოთ ისინი, ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. მარიუპოლში გენოციდი და ჰუმანიტარული კატასტროფაა. 

ბოლო დღეებში ქალაქზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა. ავიაციის გარდა, დაემატა ტანკები, საზღვაო და სახმელეთო არტილერია, ფოსფორის ბომბები. არც კი ვიცი, კიდევ რას მოიმოქმედებენ რუსები. მაგრამ გუშინ და დღეს ჩვენ გავანადგურეთ მათი საბრძოლო შემადგენლობა, მტრის ბევრი ქვეითი ჯარისკაცი", - ყვება სვიატოსლავ პალამარი.

ცნობისთვის, მარიუპოლი თითქმის მთელი თვეა ბლოკადაშია და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ქალაქის 90% განადგურებულია. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი