მოუთმენლად ველით მის სწრაფ მიღებას პალატაში და ხელმოწერას აშშ-ის პრეზიდენტის მიერ - კულება Lend-Lease პროგრამაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამერიკის სენატის მიერ Lend-lease-ის აქტის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ მოუთმენლად ელის მის სწრაფ მიღებას პალატაში, შემდეგ კი ხელმოწერას პრეზიდენტის მიერ.

სენატმა ოთხშაბათს მიიღო კანონპროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პროგრამის აღდგენას ეხება და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას აძლევს, უკრაინას უფრო ეფექტურად მიაწოდოს იარაღი, ასევე სხვა მარაგები რუსეთის შეჭრის ფონზე.

"მადლობელი ვართ აშშ-ს სენატის უკრაინის დემოკრატიის დაცვის კანონის Lend-lease აქტის მიღებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი უკრაინაში სამხედრო ტექნიკის მიწოდების დაჩქარებისთვის. მოუთმენლად ველით მის სწრაფ მიღებას პალატაში და ხელმოწერას აშშ-ს პრეზიდენტის მიერ", - წერს კულება.

სახელმწიფო პროგრამა სახელწოდებით Lend-Lease მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და განიხილებოდა, როგორც სიტუაციის შემცვლელი კონფლიქტში, რადგან ის საშუალებას აძლევდა აშშ-ს, სწრაფად შეევსო მოკავშირეების საჭიროებები შრომატევადი პროცედურული დაბრკოლებების გარეშე. იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი