"სტამბოლში გაჟღერებული პოზიციებიდან გადახვევა იკვეთება" | ლავროვი უკრაინაზე

გამოქვეყნდა:

"სტამბოლში გაჟღერებული პოზიციებიდან გადახვევა იკვეთება" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საუბრობს. 

ამბობს, რომ უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ ხელი მოაწერა სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მიღებულ დოკუმენტს, თუმცა შეთანხმების ახალ პროექტში, რომელიც კიევმა გუშინ წარადგინა, ადრე შეთანხმებული პოზიციებისგან გადახვევაა.  

"გუშინ, უკრაინულმა მხარემ, მოლაპარაკებების ჯგუფს შეთანხმებების თავისი პროექტი წარუდგინა, რომელშიც სტამბოლში გაჟღერებული პოზიციებიდან გადახვევა იკვეთება. მითუმეტეს იმ დოკუმენტიდან გადახვევა, რომელზე უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას ხელმოწერაა. შეგახსენებთ, სტამბოლში უკრაინელებმა დაადასტურეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ყირიმსა სად სევასტოპოლზე არ გავრცელდებოდა.

გუშინდელ პროექტში კი ეს ფაქტი გამოტოვებულია და საუბარია რაღაც ეფექტურ კონტროლზე, რომელიც 23 თებერვლამდე არსებულ პოზიციებს უკავშირდება, ამასთან უკრაინელები დონბასისა და ყირიმის პრობლემების პრეზიდენტების დონზე გამართულ შეხვედრაზე გატანას ითხოვენ, ყველას გვახსოვს პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვები, რომ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შედგეს", - ამბობს ლავროვი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი