ამერიკა უკრაინისთვის Lend-Lease-ის პროექტს აცოცხლებს | კრემლის პასუხი აშშ-ის ისტორიულ გადაწყვეტილებას

გამოქვეყნდა:

აშშ მასშტაბური დახმარების პროექტს იწყებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ამერიკა ლენდ-ლიზის პროექტს აცოცხლებს. ამ გადაწყვეტილებით, კიევი ვაშინგტონისგან შეუზღუდავად და ყოველგვარი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე მიიღებს იარაღს, ტექნიკას და ჰუმანიტარულ დახმარებას ნებისმიერი მოცულობით.

როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, უკრაინელები ერთ რუსულ ტანკზე 10 ჯაველინს მიიღებენ. პროექტი სენატმა უკვე დაამტკიცა. სულ რამდენიმე დღეში, მას განიხილავს წარმომადგენელთა პალატა და პრეზიდენტი ხელს მოაწერს. ამის შემდეგ კი, სამხედრო ტვირთი უკრაინისკენ დაიძრება.

ავტორი: გუგა მაისურაძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი