საქართველო ბევრი უკრაინელისთვის თავშესაფარი ხდება. მათ შორის გამორჩეული სპორტსმენებისა და ჩემპიონებისთვის.
თვეზე მეტია, რუსულ ბომბებს გამოექცა და თბილისში ცხოვრობს ანასტასია მულმინა. რომლის სამშვიდობოს გზა ურთულესი აღმოჩნდა. სპორტსმენი ჯერ კიდევ იშუშებს ტრავმებას, რომელიც რუსულმა აგრესიამ დაუტოვა.