ობიექტური გამოძიებით დაინტერესებული ვართ, თუმცა საერთაშორისო გამოძიებების მწარე გამოცდილება გვაქვს - პესკოვი

გამოქვეყნდა:

პუტინი არ ელოდება, რომ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგება - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს მხარს არ უჭერს, თუმცა "ობიექტური გამოძიებით არიან დაინტერესებული".

"ჩვენ დაინტერესებული ვართ ყველა დანაშაულის მართლაც დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიებით. მაგრამ, ჩვენ უბრალოდ გვინდა გავიგოთ, როგორი შეიძლება იყოს ასეთი გამოძიების ფორმატი, რადგან საერთაშორისო გამოძიებების მწარე გამოცდილება გვაქვს", - თქვა პესკოვმა sky news-თან ინტერვიუში.

მან რუსულ დანაკარგებზეც ისაუბრა და აღიარა, რომ მისმა ქვეყანამ მნიშვნელოვნად იზარალა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს მისმა უკრაინელმა კოლეგამ უპასუხა და განაცხადა, რომ ის მცდარი ინფორმაცია, რასაც მსოფლიო რუსეთის მხრიდან წლებია ისმენს, ისევ მეორდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი