კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა Sky News-თან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის მასშტაბური დანაკარგები უკრაინაში, აღიარა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კიევის ოლქიდან რუსული დანაყოფების გაყვანა, "კეთილი ჟესტი" იყო:

"დიახ, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები, ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა. მაგრამ რაც შეეხება ორ რეგიონს, კიევიდან და ჩერნიგოვიდან უკან დახევა მოლაპარაკებების დროს, კეთილგანწყობის ჟესტია. ეს იყო კეთილგანწყობილი აქტი ამ რეგიონებში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით და იმის ჩვენება, რომ რუსეთი მზადაა შექმნას მისაღები პირობები მოლაპარაკებების განახლებისთვის." თქვა პესკოვმა.  

სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ოკუპანტებმა კიევის ოლქი დატოვეს. ისინი ამჟამად უკრაინის აღმოსავლეთით ჯგუფდებიან. ოკუპანტებმა გადამწვარ და განადგურებულ ქალაქებში მშვიდობიანი მოქალაქეები აწამეს, გააუპატიურეს და დახოცეს. ცხედრები უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქების გათავისუფლების შემდეგ აღმოაჩინეს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი