უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სამხედრო კოლონა და ცოცხალი ძალა გაანადგურეს. ცნობილია, რომ ოკუპანტები იზიუმის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და უკრაინელი სამხედროების ხაზის გაღვევას ცდილობდნენ.
"გასულ ღამეს ჩვენმა სამხედროებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. რუსული სამხედრო კოლონა და ცოცხალი ძალა, რომელიც იზიუმის მიმართულებით მიდიოდა, გაანადგურეს. ასევე, რამდენიმე სოფელი და დასახლება სრულიად გავათავისუფლეთ. ახლა ოკუპანტების ცხედრებისგან გასუფთავების პროცესი დავიწყეთ. ასევე, ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციას და უსაფრთხო ადგილებში გადაყვანას", - ამბობს ხარკოვის ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი.