ავსტრიის კანცლერი რუსეთში ხვალ პუტინს შეხვდება

გამოქვეყნდა:

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი ხვალ, 11 აპრილს რუსეთში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ავსტრიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა.

"რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით, მან აცნობა ბერლინს, ბრიუსელსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ის რუსეთში დიალოგის ხელშეწყობის მიზნით მიემგზავრება", - თქვა ნეჰამერის პრესსკიპერმა.

ცნობისთვის, ავსტრიის კანცლერი გუშინ, 9 აპრილს ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფებოდა, სადაც იქ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი