გულხელდაკრეფილები ვერ ვუყურებთ იმ უსამართლობას რაც აქ ხდება, კიდევ უფრო გავაძლიერებთ სანქციებს - ავსტრიის კანცლერი

გამოქვეყნდა:

კიევში ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის კანცლერი იმყოფება. კარლ ნეჰამერიმ  უკვე მოინახულა რუსული სისასტიკის სიმბოლოდ ქცეული ქალაქი ბუჩა, შეხვდა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიიღო ოკუპანტების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე. 
ცოტა ხნის წინ დასრულდა ავსტრიის კანცლერისა და  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა.

ერთობლივ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ კარლ ნეჰამერის კიევში ჩამოსვლისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ავსტრიის კანცლერის უკრაინაში ვიზიტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვიცით როგორ ესმის მას ჩვენთან არსებული ვითარება და რუსული კვალი უკრაინაში. ის იმყოფებოდა ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახა ყველაფერი. მადლობა მას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე გამოხატული მხარდაჭერისთვის. ასევე ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მადლობა ვიზიტისთვის. თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანი ვიზიტია. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვებში არ გამოიხატება. ამასთან დიდი მადლობა ავსტრიელ ხალხს -სოლიდარობისთვის. მადლობა იმ ქვეყნებს რომელიც რუსეთთან ბიზნეს თანამშრომლობის გამო დიდ თანხებს კარგავენ, მაგრამ ამას მაინც აკეთებენ. მათ რიგებშია ავსტრია - დიდი მადლობა თქვენ. უკრაინა მზად არის ნებისმიერი ნაბიჯისთვის რომელიც ომის დასრულებისკენ იქნება მიმართული. რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთზე შეტევების დასაწყებად ემზადება. ჩვენ თავს დავიცავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ. თუმცა ბრძოლის პარალელურად მზად ვართ დიპლომატიური ფრონტზე დავდგეთ და ჩვენს მიზნებს ბოლომდე მივაღწიოთ" - თქვა ზელენსკიმ ერთობლივ ბრიფინგზე

"დიდ მადლობა ბატონო პრეზიდენტო რომ შეხვედრა მოვახერხეთ. ავსტრიას კარგად ესმის ის რასაც უკრაინელი ხალხი და უკრაინა განიცდის. ავსტრია არის და იქნება ნეიტრალური ქვეყანა და ევროკავშირის წევრი რომელიც მხარს გიჭერს. გულხელდაკრეფილები ვერ ვუყურებთ იმ უსამართლობას რაც აქ ხდება. ჩვენ ბოლომდე ვუჭერთ მხარს იმ სანქციებს რომელიც რუსეთს დაუწესდა. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ სანქციებს მანამ სანამ ომი არ დასრულდება. მაქსიმალურს ვიზამთ მარიუპოლიდან ადამიანების ევაკუაციისთვის. სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. მადლობა გულწრფელი საუბრისთვის. ჩვენი ქვეყანა მზად არის სრული მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის. ბუჩაში მომხდარი არის საშინელი დანაშაული. აუცილებელია რომ ამ საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო კრიმინალურმა ორგანიზაციებმა დეტალურ გამოძიება აიწყო. უნდა აღვნიშნო რომ ამ დრომდე მიღებული სანქციები ჯერ საკმარისი არ არის და ის კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს" - თქვა ავსტრიის კანცლერმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი