ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესულია 46 ქოლ-ცენტრში - მინისტრი

გამოქვეყნდა:

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის 46 ქოლ-ცენტრი ჰყავთ იდენტიფიცირებული. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა.

"უკვე ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესულია 46 ქოლ-ცენტრში, სადაც იკვეთება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას. ამ ქოლ-ცენტრებს შეჩერებული აქვთ საქმიანობა და სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, დანიშნულია საგადასახადო შემოწმებები და ამ ეტაპზე, როგორც მოგახსენეთ, იდენტიფიცირებულია 46 ქოლ-ცენტრი", - თქვა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრი ამბობს, რომ მომავალში ამ თემაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაც მოხდება. 

ცნობისთვის, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე პროკურატურამ უკვე არაერთი პირი დააკავა. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება "რიგით შემსრულებლებს" აკავებს და მთავარი დამკვეთებზე გასვლაა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი