მშვიდობიანი სირიელების დახოცვისთვის დაჯილდოებული გენერალი - ვინ არის დვორნიკოვი, რომელიც უკრაინაში ომს უხელმძღვანელებს?

გამოქვეყნდა:

ომის ახალ ფაზას უკრაინის  წინააღმდეგ,  რუსი გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი უხელმძღვანელებს - ინფორმაცია კრემლს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა დასავლურ მედიაში უკვე ვრცელდება ცნობები. 

დვორნიკოვის მთავარი ხელწერა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტვაა.  ის ხელმძღვანელობდა სამხრეთის სამხედრო სასარდლო ჯარებს, მონაწილეობდა ჩეჩნეთის ორივე ომში, როდესაც რუსებმა მიწასთან გაასწორეს გროზნო და მშვიდობიანი მოსახლეობა ჩახოცეს. ამის შემდეგ დვორნიკოვი სირიაში 2016 წელს ხელმძღვანელობდა ალეპოს ალყას, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცა და ამისთვის პუტინმა რუსეთის გმირის მედალიც დაკიდა. 

ალეპოში დვორნიკოვის მითითებით იყენებდნენ აკრძალულ იარაღს და ე.წ. დეპოპულაციის მეთოდს, რაც სწორედ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით მოსახლეობის დახოცვას გულისხმობს. 

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი