უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში ომზე და მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაზე პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. მისი თქმით, პუტინს შეეძლო ამ ყველაფრის თავიდან აცილება.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა გაცილებით ადრე უნდა გამართულიყო.
"მივიჩნევ, რომ ის [პუტინი] ერთ-ერთი მათგანია, მას შეეძლო ამის შეჩერება. მათ მკაცრი ვერტიკალი აქვთ, არ შეიძლება იმის თქმა, რომ მათ ბევრი ინტუიცია აქვთ, როგორც ზოგიერთ სახელმწიფოში, მათ ამა თუ იმ ბრძანების შესრულების მკაცრი ვერტიკალი აქვთ, ამიტომ ჩვენ შეგვეძლო შევხვედროდით გაცილებით ადრე.
მას სურდა ეს თუ არა, მოვწონვარ თუ არა. შეიძლება ვეზიზღები როგორც ადამიანი, მაგრამ საუბარი პერსონალიებზე არაა, საუბარია ორ სახელმწიფოს შორის ომზე, ამიტომ მე ვსაუბრობ ამ ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის დიალოგზე და მას ამის შეჩერება შეეძლო.
არ შეიძლება უბრალოდ თვალების დახუჭვა და იმის თქმა, რომ ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია, თუ მართლა მიიჩნევ, რომ ეს არ გაგიკეთებია, ვალდებული ხარ ეს პირდაპირ მითხრა, ეს უნდა უთხრა სახეში მსოფლიოს იმიტომ, რომ თუ ეს არ გაგიკეთებია და თავს მაგარ კაცად მიიჩნევ, სულ მცირე, როგორც ადამიანს გენდომებოდა, რომ გეთქვა, გეყვირა, რომ ეს შენ არ გაგიკეთებია, იმიტომ რომ მთელი შენი სახელმწიფო აგებს ამისთვის პასუხს. ისინი ფიქრობენ, რომ თუ გაანადგურებენ უკრაინას, არავის ემახსოვრება. მეორე, მთელი მსოფლიოსთვის შენ უკვე ხელჩამოსართმევი არ ხარ, მთელი მსოფლიო ამას არ დაივიწყებს",- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში.
იხილეთ ასევე: