არახამიაზე საუბარი არ იყო, "ფეიკია" - კობახიძე უკრაინისთვის წაყენებულ ულტიმატუმს განმარტავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მისივე განცხადებას განმარტავს და "ფეიკს" უწოდებს განცხადებებს, რომ მან "ხალხის მსახურის" ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას გათავისუფლება მოითხოვა. კობახიძის თქმით, საუბარი იყო 3 "კრიმინალზე".

მისი მტკიცებით, სწორედ ამ ადამიანებმა განაპირობეს ელჩის გაწვევა, ასევე, კონტრაბანდასთან დაკავშირებით ბრალდების გაჟღერება.

"სააკაშვილი უმძიმესი კრიმინალი, ეს არის ადეიშვილი, ასევე უმძიმესი კრიმინალი და ეს არის ლორთქიფანიძე, ასევე უმძიმესი კრიმინალი, რომლებსაც უმძიმეს დანაშაულებში აქვთ მიღებული მონაწილეობა და არა მარტო მონაწილეობა აქვთ მიღებული, ისინი ლიდერები იყვნენ დანაშაულებრივი რეჟიმის. შესაბამისად საუბარი იყო კრიმინალების გათავისუფლებაზე, მათ მაინც და მაინც აარჩიეს არახამია, ვისზეც არ იყო საუბარი. აქედან ჩანს მათი ფეიკ ბუნება. 

ამ კრიმინალების ხელისუფლებაში ყოფნის შედეგია ელჩის გაწვევა. ასევე, ყალბი ბრალდება, ცრუ ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით, ეს ცრუ ბრალდებაც არ იქნებოდა გაჟღერებული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან რომ არა ეს ქართველი კრიმინალები უკრაინის ხელისუფლებაში", - თქვა კობახიძემ. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ უკრაინაში უმრავლესობის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით 3 პირობა დაასახელა. მათ შორის "ყველაზე პრინციპულ" საკითხად დაასახელა უკრაინის ხელისუფლებაში "საქართველოში რადიკალური ოპოზიციის" ლიდერების ყოფნა. კობახიძემ თქვა, რომ დავით არახამია უკრაინის ხელისუფლებასა და "კრიმინალებს" ერთმანეთთან აკავშირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი