ურთიერთობები ორ პოსტსაბჭოთა ერს შორის მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც კონფლიქტი დაიწყო პრორუსული მთავრობის გამო - Guardian საქართველოსა და უკრაინაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია საქართველოს გავლით, კონტრაბანდულ გზებზე, Guardian ეხმაურება. გამოცემა სტატიას აქვეყნებს სათაურით -" რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კონტრაბანდულ ირანულ იარაღს ერაყიდან იღებს".

"RPG-ები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ისევე როგორც ბრაზილიური დიზაინის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვებები, რუსეთში ერაყიდან გაიგზავნა. თეირანის ხელისუფლებამ ირანული წარმოების Bavar 373 სარაკეტო სისტემა რუსეთს საჩუქრად გადასცა" - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ "მოსკოვი იძულებულია დაეყრდნოს ირანს, მის სამხედრო მოკავშირეს სირიაში, უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული ახალი სანქციების შემდეგ".

"გასულ კვირას უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა დაადანაშაულეს საქართველო რუსეთს სანქცირებული სამხედრო მასალის მიღებაში, რაც კიდევ ერთი პოტენციური ნიშანია კრემლის ახალი ძალისხმევის მასშტაბისა, გამოიყენოს საერთაშორისო კონტრაბანდის ქსელები უკრაინაში მისი კამპანიის დასახმარებლად.

ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს ინსტრუქციები ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩაერიონ კონტრაბანდის არხებში "აღმოსავლეთ აზიიდან", რომლებიც შექმნილია დასავლეთის ახალი სანქციების გვერდის ავლით, ნათქვამია კიევის დაზვერვის დირექტორატის განცხადებაში.

ქართველმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინის პრეტენზიები უსაფუძვლოა. 

ურთიერთობები ორ პოსტსაბჭოთა ერს შორის მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც კონფლიქტი დაიწყო პრორუსული მთავრობის გამო, თბილისის უარის თქმის შემდეგ, მოსკოვისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე." წერს Guardian

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი