"ბლიცკრიგი", რომელსაც ჩვენი არაკეთილსინდისიერები ელოდებოდნენ, რა თქმა უნდა, არ შედგა, ეს აშკარაა. ჩვენი ფინანსური სისტემა და ინდუსტრია მუშაობს" - ამტკიცებს აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი პუტინი, თავის თანამოაზრე ლუკაშენკოსთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
პუტინის აზრით, მისი ქვეყნის ეკონომიკა "სტაბილურად და ეფექტურად" მუშაობს.

"პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, თორემ ცენტრალური ბანკის განაკვეთი 20 პროცენტამდე არ გაიზრდებოდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა საბაზისო განაკვეთის დაწევა და, ზოგადად, ეს შეესაბამება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. რაც განვითარდა“, - თქვა პუტინმა, რომელსაც მისივე თქმით, "დასავლეთში, საღი აზრის გავრცელების იმედი აქვს."

„მეჩვენება, რომ საღი აზრი [დასავლეთში სანქციებთან დაკავშირებული სიტუაციის ირგვლივ] მაინც უნდა ჭარბობდეს და მე ნამდვილად ამის იმედი მაქვს“, - თქვა მან.

პუტინი ამტკიცებს, რომ სანქციების პირობებში "ეკონომიკა აუცილებლად მოერგება ახალ ვითარებას".

ცნობისთვის, პუტინის ამ მტკიცების მიუხედავად, სხვაგვარია რეალობა. S&P-ის ცნობით, რუსეთმა საგარეო ვალის გადახდა ვერ შეძლო და დეფოლტი გამოაცხადა. Reuters-ის ინფორმაციით კი, რუსეთის რკინიგზა პირველი სახელმწიფო კომპანიაა, რომელმაც 268-მილიონ დოლარიანი ობლიგაციის კუპონის დროული მომსახურება ვერ შეძლო და დეფოლტამდე მივიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი