პარტნიორი ქვეყნის მიმართ არამეგობრული ნაბიჯების კასკადსა და საქართველოს ხელისუფლების ულტიმატუმს ომში მყოფი ქვეყანის გავლენიანი პირები პასუხობენ. უკრაინის ხელისუფლების წამომადგენლები ღიად და მკაფიოდ მიუთითებენ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის ლიდერებს, რომ მათი კარნახით ქვეყნის მართვას არავინ აპირებს.
რაც შეეხება უკრაინაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტს და ირაკლი კობახიძის გაჟღერებულ პირობებს, რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ არაადეკვატური უწოდა.
მართლა შოკირებული ვარ ამ პირობებით, თუ არ გინდათ ნუ ჩამოხვალთ. არავინ გავალდებულებთ, ეს თითოეული ადამიანის არჩევანია. მაგრამ ვერავინ უკრნახებს უკრაინას, ვისთან უნდა ვითანამშრომლოთ, ვინ იმუშავებს უკრაინის მთავრობაში.
გაოცებული ვარ. ეს განცხდება არაადეკვატური მგონია. მინდა შევახსენო, რომ ჩვენ საერთო მტერი გვყავს და რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი. ამ დროს მე ვერ ვხედავ რუსეთის ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ ულტიმატუმებს. როცა ისინი გვეუბნებიან, ვინ უნდა იმუშაოს უკრაინის ხელისუფლებაში და ვინ არა, ეს რა თქმა უნდა არის საშინაო საქმეებში ჩარევა. მე ხომ არ ვეუბნები საქართველოს პრემიერს ვინ უნდა დანიშნოს მთავრობაში? ეს არ არის ჩემი საქმე. ასეთი ტემპით ჩვენი ურთიერთობები ჩამოირღვევა და ეს მხოლოდ პუტინს გაახარებს.
თითოეული ქართველის მადლობელი ვართ, ვინც დღეს უკრაინას ეხმარება. როგორც მოხალისე, ან როგორც სახელმწიფო მოხელე, ან ისინი, ვინც თბილისში გამოდიან უკრაინის მხარდასაჭერას და იფარებენ უკრაინულ ოჯახებს, - ამბობს გონჩარენკო.