კონტრაბანდის სკანდალი სულ უფრო მასშტაბური ხდება | დასავლური მედია საქართველოსა და უკრაინის შესახებ

გამოქვეყნდა:

კონტრაბანდის სკანდალი სულ უფრო მასშტაბური ხდება. რუსეთისთვის საქართველოს გავლით იარაღის შესაძლო მიწოდების ისტორიაზე, ახლა უკვე გავლენიანი ბრიტანული გამოცემა საუბრობს.

Guardian-მა გაშიფრა სქემა, რომლითაც ერაყიდან ირანის გავლით, რუსეთში შეიარაღება შევიდა. ჟურნალისტურ გამოძიებაში განხილულია ყველა სავარაუდო კონტრაბანდული დერეფანი, რომლითაც რუსეთის მომარაგებაა შესაძლებელი და ამ კონტექსტში ჟურნალისტი, უკრაინული დაზვერვის ბრალდებებსაც იხსენებს.

საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც დუმს. სკანდალზე, რომელიც მსოფლიო მასშტაბის ხდება, ქართული ოცნების პოზიცია არ იცვლება. საქართველოს მთავრობა კი, კვლავ მოითხოვს მტკიცებულებებს ფაქტზე, რომელიც უკრაინული დაზვერვის ოფიციალურ დოკუმენტში მოხვდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი