საბერძნეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს. ინფორმაციას მედია ქვეყნის პრემიერმინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
კირიაკოს მიცოტაკისი ამბობს, რომ ქვეყანა ამცირებს დამოკიდებულებას რუსულ ენერგომატარებლებზე და მიზნად ისახავს ევროპის ენერგეტიკული ცენტრი გახდეს.
მანამდე, საბერძნეთმა 12 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღო.
ცნობისთვის, რუსულ გაზზე უარი უკვე თქვეს დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ლიეტუვამ და დანიამ.