ბაიდენმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა "გენოციდი" პირველად ახსენა 

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა "გენოციდი" პირველად ახსენა.

ბაიდენმა გაზის ტარიფებზე საუბრისას თქვა, რომ ამერიკელების ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, "ჩაიდენს თუ არა გენოციდს" დიქტატორი სხვა ქვეყანაში. 

"თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი საწვავის ავზის შევსება, არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა ის გენოციდს ნახევარი სამყაროს მოშორებით",-თქვა ბაიდენმა.

აღსანიშანვია, რომ ჯო ბაიდენმა უკრაინაში ომზე საუბრისას, პირველად ახსენა გენოციდი. მანამდე, ბუჩას 
ფოტოების გავრცელების შემდეგ, ჟურნალისტებმა აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა ის, რომ რაც ბუჩაში მოხდა ეს გენოციდია? 

ბაიდენმა თქვა: "არა, მე მჯერა, რომ ეს ომის დანაშაულია", - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი