"დიახ, მე ამას ვუწოდე გენოციდი... პუტინი ცდილობს გაანადგუროს იდეა, იყო უკრაინელი" - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

"პუტინი ცდილობს გაანადგუროს იდეა, იყო უკრაინელი", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, გენოციდია.

"დიახ, მე ამას ვუწოდე გენოციდი. ცხადი ხდება, რომ პუტინი ცდილობს გაანადგუროს იდეა, იყო უკრაინელი. უფრო და უფრო მეტი მტკიცებულებაა. მართლაც საშინელება , რაც რუსეთმა ჩაიდინა უკრაინაში და ჩვენ უფრო მეტს გავიგებთ. იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა გენოციდის საერთაშორისო კრიტერიუმებს რუსეთის სამხედროების მოქმედებები, იურისტების საქმეა, თუმცა ჩემთვის, ეს უდავოა", - თქვა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, ბაიდენმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა "გენოციდი" გუშინ პირველად ახსენა. მან გაზის ტარიფებზე საუბრისას თქვა, რომ ამერიკელების ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, "ჩაიდენს თუ არა გენოციდს" დიქტატორი სხვა ქვეყანაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი