პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტების ვიზიტს უკრაინაში, რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ფეისბუქით ეხმაურება და წერს:
"პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები კიევში ჩავიდნენ.
ვფიქრობ გამარჯვების შემდეგ დაგვჭირდება ძეგლების დადგმა, ქუჩებისთვის სახელების დარქმევა, წიგნების დაწერა და ფილმის გადაღება მათზე, ვინც ჩვენთანაა, ვინც არ დანებდა, უკან არ დაიხია და არ დაიწყო საუბარი ეკონომიკაზე, გართულებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე.
და ამ მეგობართა პანთეონში პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებენ.
უკრაინელ ხალხს შეუძლია მადლიერი იყოს! უკრაინელ ხალხს არასდროს არაფერი ავიწყდება!" წერს გონჩარენკო ფეისბუქზე