ენმ პარლმენტის თავმჯდომარესთან ერთად დელეგაციაში არ იქნება - დეკანოიძე უკრაინაში ვიზიტზე

გამოქვეყნდა:

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით უკრაინაში მიმავალი დელეგაციის წევრი არ იქნება.

ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ "ოცნებასთან" ერთად დელეგაციაში ყოფნა მართებული არაა.

"არ არის მართებული "ქართული ოცნებასთან" ერთად დელეგაციაში წასვლა და მონაწილეობა, იმიტომ, რომ რეალურად იმ გაგზვანილი წერილის შემდეგ, რომელიც შალვა პაპუაშვილმა გაუგზავანა ბატონ სტეფანჩუკს ამ შემთხევავაში, ვფიქრობ, რომ ძლიან ნიშანდობლივია, ის რომ ზოგადად ეს მათ დამოკიდებულებას არ შეცვლის. კარგია ის ვინც მიდის, მაგრამ ამ დელეგაციის შემადგენლობაში პარლმენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. 

მისივე თქმით, კიევში ვიზიტით აქამდეც იმყოფებოდა და მომავალშიც ჩავა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი