ჯართად ქცეული "მოსკოვი" | რუსეთი შავი ზღვის აკვატორიაში ყველაზე მძლავრ იარაღს კარგავს

გამოქვეყნდა:

რუსეთი შავი ზღვის აკვატორიაში ყველაზე მძლავრ იარაღს კარგავს. კრეისერი "მოსკოვი" მწყობრიდანაა გამოსული. ხომალდზე მიტანილი იერიშის შემდეგ გემზე გაჩენილმა ხანძარმა "მოსკოვი" ჯართად აქცია.

კრეისერის განეიტრალებით რუსული არმია შავ ზღვაში მნიშნველოვან შეიარაღებას კარგავს. 72 რაკეტიდან ახლა რუსეთს მხოლოდ 56 რჩება.

ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ამ კრეისერზე ინახებოდა ბირთვული ქობინები, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია. პენტაგონის ცნობით, კრეისერი მოსკოვი ახლა სევასტოპოლისკენ მიდის და სულ მცირე ერთი წლით, სრულად უმოქმედო იქნება.

ავტორი: გუგა მაისურაძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი